გაერთიანებაში კარგად ფუნქციონირებადი და გამჭვირვალე საცალო ვაჭრობის ბაზრის წარმოქმნის ხელშეწყობის მიზნით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორების, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების, მიწოდების განმახორციელებელი საწარმოების, მომხმარებლებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ბაზრის სხვა მონაწილეების ფუნქციები და პასუხისმგებლობები განისაზღვროს სახელშეკრულებო მექანიზმებთან, მომხმარებელთა მიმართ ვალდებულებებთან, მონაცემთა გაცვლისა და ანგარიშსწორების წესებთან, მონაცემთა მფლობელობისა და ელექტროენერგიის აღრიცხვის პასუხისმგებლობებთან მიმართებაში.

ეს წესები უნდა გასაჯაროვდეს, შემუშავდეს ქსელებზე მომხმარებელთა და მიმწოდებელთა დაშვების ხელშეწყობის მიზნით და უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას მარეგულირებელი ორგანოსა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ.

მსხვილ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს უფლება უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულება გააფორმონ ერთდროულად რამდენიმე მიმწოდებელთან.

თავი XI

დასკვნითი დებულებე