იმ შემთხვევაში, თუ 47(6)-ე მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშში კომისია მივა იმ დასკვნამდე, რომ წევრ სახელმწიფოში არსებული ქსელზე დაშვების ეფექტური მეთოდის ფონზე, რომლის შედეგადაც მიიღწევა ეფექტური, არადისკრიმინაციული და დაუბრკოლებელი დაშვება ქსელზე, ამ დირექტივით საწარმოებზე დაკისრებული გარკვეული ვალდებულებები (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისთვის სამართლებრივ გამოყოფასთან დაკავშირებული ვალდებულების ჩათვლით) არ არის დასახული მიზნის თანაზომიერი, წევრ სახელმწიფოს შეუძლია მიმართოს კომისიას აღნიშნული ვალდებულებისგან გათავისუფლების მოთხოვნით.
ეს მოთხოვნა წევრმა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას ყველა საჭირო ინფორმაციასთან ერთად, რომელიც ადასტურებს, რომ შენარჩუნებული იქნება ანგარიშში მითითებული დასკვნა ქსელზე ეფექტური დაშვების უზრუნველყოფის შესახებ.
განაცხადის მიღებიდან სამი თვის ვადაში კომისიამ უნდა მიიღოს დასკვნა დაინტერესებული წევრი სახელმწიფოს მოთხოვნასთან დაკავშირებით და, სადაც მიზანშეწონილია, წარუდგინოს წინადადებები ევროპარლამენტსა და საბჭოს ამ დირექტივის შესაბამის დებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ამ დირექტივაში შესწორებების შეტანასთან დაკავშირებულ წინადადებებში კომისიას შეუძლია წამოაყენოს წინადადება შესაბამისი წევრი სახელმწიფოს კონკრეტული მოთხოვნებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით იმ პირობით, რომ ეს წევრი სახელმწიფო განახორციელებს თანაბრად ეფექტურ ღონისძიებებს სიტუაციიდან გამომდინარ