1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ ის კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული სამართლის ნორმები, რომლებიც აუცილებელია 2011 წლის 3 მარტამდე ამ დირექტივასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიას ამის შესახებ.
მათ უნდა გაატარონ ეს ღონისძიებები 2011 წლის 3 მარტიდან, გარდა მე-11 მუხლისა, რომელიც უნდა გატარდეს 2013 წლის 3 მარტიდან.
წევრი სახელმწიფოების მიერ ამ ღონისძიებების მიღებისას ისინი უნდა შეიცავდნენ მითითებას ამ დირექტივაზე, ან ოფიციალურად გამოქვეყნების შემთხვევაში მათ თან უნდა დაერთოთ ასეთი მითითება. ასეთი მითითების გაკეთების მეთოდები დგინდება წევრი სახელმწიფოების მიერ.
2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას სახელმწიფო კანონმდებლობის ძირითად დებულებათა ტექსტი, რომელსაც ისინი მიიღებენ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ სფეროშ