1. წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც ამ დირექტივის ძალაში შესვლის შემდეგ შეუძლიათ დაასაბუთონ, რომ მათი მცირე იზოლირებული სისტემების მუშაობაში არსებობს არსებითი პრობლემები, შეუძლიათ დაუშვან გამონაკლისები IV, VI, VII, VIII თავებიდან და ასევე III თავიდან მიკრო იზოლირებული სისტემების შემთხვევაში, თუ საქმე ეხება არსებული სიმძლავრეების აღდგენას, განახლებასა და გაფართოებას, რომლის ნებართვაც შეიძლება მიენიჭოს მათ კომისიის მიერ. გადაწყვეტილების მიღებამდე კომისია აცნობებს წევრ სახელმწიფოებს აღნიშნულის შესახებ კონფიდენციალურობის დაცვის გათვალისწინებით. გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში.

2. მე-9 მუხლი არ ვრცელდება კვიპროსზე, ლუქსემბურგსა და/ან მალტაზე. გარდა ამისა, 26-ე, 32-ე და 33-ე მუხლები არ ვრცელდება მალტაზე.

მე-9(1) მუხლის (b) ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ცნება – „საწარმო, რომელიც ასრულებს გენერაციის ან მიწოდების რომელიმე ფუნქციას“, არ უნდა მოიცავდეს საბოლოო მომხმარებლებს, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგიის გენერაციის და/ან მიწოდების რომელიმე ფუნქციას უშუალოდ ან მათ მიერ კონტროლირებადი საწარმოების მეშვეობით, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად იმ პირობით, თუ საბოლოო მომხმარებლები, კონტროლირებადი საწარმოების მიერ წარმოებულ ელექტროენერგიაში მათი წილის ჩათვლით, საშუალო წლიური მაჩვენებლით წარმოადგენენ ელექტროენერგიის წმინდა მომხმარებლებს და იმ პირობით, თუ მათ მიერ მესამე მხარისთვის მიყიდული ელექტროენერგიის ეკონომიკური ღირებულება უმნიშვნელოა მათ სხვა ბიზნეს ოპერაციებთან შედარები