1. კომისიამ მონიტორინგი უნდა გაუწიოს და განიხილოს ამ დირექტივის გამოყენება და მთლიანი შედეგების ანალიზი წარუდგინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს თავდაპირველად 2004 წლის 4 აგვისტოსთვის, ხოლო შემდგომ ყოველწლიურად. შედეგების ანგარიში უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგს:

(a) დასრულებული და სრულად ფუნქციონირებადი ელექტროენერგიის შიდა ბაზრის შექმნისას მიღებულ გამოცდილებასა და მიღწეულ პროგრესს, აგრეთვე დაბრკოლებებს ამ მიმართულებით, მათ შორის ბაზარზე დომინირების, ბაზარზე კონცენტრაციის, მტაცებლური და არაკონკურენტული ქცევის სხვადასხვა ასპექტებს და მათ შედეგებს ბაზრის წონასწორობის დარღვევის თვალსაზრისით;

(b) ამ დირექტივით გათვალისწინებული გამოყოფის და სატარიფო მოთხოვნების წარმატების დონეს გაერთიანების ელექტროენერგეტიკულ სისტემაზე სამართლიანი და არადისკრიმინაციული დაშვებისა და კონკურენციის ეკვივალენტური დონის უზრუნველყოფის კუთხით, ასევე მომხმარებელთათვის ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ შედეგებს;

(c) გაერთიანებაში სისტემის სიმძლავრის დონეებთან და ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებასთან, განსაკუთრებით მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებულ და დაგეგმილ წონასწორობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას, ტერიტორიებს შორის ელექტროენერგიის გაცვლა-გამოცვლის ფიზიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით;

(d) განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებულ ღონისძიებებს პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ერთი ან მეტი მიმწოდებლით წარმოქმნილი უკმარისობის გამკლავების მიზნით;

(e) გამონაკლისის დაშვებას 26(4)-ე მუხლის მიხედვით, დასაშვები ზღვრების შესაძლო გადახედვის მიზნით;

(f) იმ მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეული პროგრესის ზოგად შეფასებას, რომლებიც ახორციელებენ ელექტროენერგიის წარმოებას და ექსპორტს ან ტრანსპორტირებას, მათ შორის პროგრესს ასეთ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ბაზრის ინტეგრაციის, ელექტროენერგიით ვაჭრობის სოციალური და ეკოლოგიური შედეგებისა და ქსელებზე დაშვების თვალსაზრისით;

(g) შესაძლო ჰარმონიზაციის მოთხოვნების საჭიროებას, რომლებიც არ უკავშირდება წინამდებარე დირექტივის დებულებებს;

(h) წესს, რომლითაც წევრმა სახელმწიფოებმა პრაქტიკაში დანერგეს მე-3(9) მუხლით გათვალისწინებული ენერგეტიკის მარკირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და წესს, რომლითაც ამ საკითხთან დაკავშირებული კომისიის ნებისმიერი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული.

სადაც მიზანშეწონილია, შედეგების ანგარიში შესაძლოა მოიცავდეს რეკომენდაციებს, კერძოდ, მარკირების დებულებებთან დაკავშირებულ მასშტაბებსა და ფორმებზე, მათ შორის არსებულ საცნობარო წყაროებზე და ამ წყაროების შინაარსზე მითითების გაკეთების ფორმაზე და განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორ შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი ეკოლოგიურ ზემოქმედებასთან, მინიმუმ CO2 ემისიებთან და ასევე სხვადასხვა ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის გენერაციის რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებული ინფორმაცია გაერთიანების მასშტაბით გამჭვირვალე, ადვილად ხელმისაწვდომი და შედარებადი გზით, თუ რა ფორმითაა შესაძლებელი მომწოდებლისგან მიღებული ინფორმაციის სიზუსტის კონტროლის მიზნით წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებული ზომების დაჩქარება და რომელმა ღონისძიებებმა შეიძლება გაანეიტრალოს ბაზარზე დომინირებისა და ბაზრის კონცენტრაციის ნეგატიური შედეგები.

2. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ პირველი აბზაცით გათვალისწინებული შედეგების ანგარიში ასევე უნდა მოიცავდეს წევრი სახელმწიფოების მიერ საჯარო მომსახურების ვალდებულებების შესრულების მიზნით გატარებული ღონისძიებების ანალიზს, ამ ღონისძიებების ეფექტიანობის, კერძოდ კი ელექტროენერგიის ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე მათი ზემოქმედების შემოწმებასთან ერთად. სადაც მიზანშეწონილია, ანგარიში შეიძლება მოიცავდეს რეკომენდაციებს იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა გატარდეს სახელმწიფო დონეზე საჯარო მომსახურების მაღალი სტანდარტების მიღწევის მიზნით, ან იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც განკუთვნილია ბაზარზე წვდომის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად.

3. კომისია ვალდებულია 2013 წლის 3 მარტისთვის ევროპარლამენტსა და საბჭოს ზოგადი მიმოხილვის ნაწილის სახით წარუდგინოს დეტალური კონკრეტული ანგარიში, რომელშიც ხაზგასმული იქნება თუ რამდენად წარმატებულია მე-5 თავით გათვალისწინებული გამოყოფის მოთხოვნები გადამცემი სისტემების ოპერატორთა სრული და ეფექტური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით, ამოსავალი ნიშნულის სახით ეფექტური და ეფექტიანი გამოყოფის გამოყენებით.

4. მე-3 აბზაცის თანახმად მისი შეფასების მიზნით კომისიამ განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინოს შემდეგი კრიტერიუმები: ქსელზე სამართლიანი და არადისკრიმინაციული დაშვება, ეფექტური რეგულირება, ქსელის განვითარება ბაზრის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, ინვესტირების შეუფერხებელი სტიმულირება, ურთიერთდაკავშირების ინფრასტრუქტურის განვითარება, ეფექტური კონკურენცია გაერთიანების ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე და გაერთიანებაში მიწოდების უსაფრთხოება.

5. სადაც მიზანშეწონილია, კერძოდ კი იმ შემთხვევაში თუ მე-3 აბზაცით გათვალისწინებული კონკრეტული დეტალური ანგარიშით დადგინდება, რომ მე-4 აბზაცის პირობები არ არის გარანტირებული პრაქტიკაში, კომისიამ უნდა წარუდგინოს ევროპარლამენტსა და კომისიას წინადადებები გადამცემი სისტემის ოპერატორთა სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 3 მარტისთვის.

6. კომისია ვალდებულია 2006 წლის 1 იანვრისთვის ევროპარლამენტსა და საბჭოს მიაწოდოს დეტალური ანგარიში ელექტროენერგიის შიდა ბაზრის შექმნის პროგრესის შესახებ. კერძოდ, ეს ანგარიში უნდა ითვალისწინებდეს:

– ქსელზე არადისკრიმინაციულ დაშვებას;

– ეფექტურ რეგულირებას;

– ურთიერთდამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მიწოდების უსაფრთხოებას გაერთიანებაში;

– მცირე საწარმოებისა და საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბაზრების გახსნის სრული სარგებლის მოცულობას, განსაკუთრებით საჯარო მომსახურებასა და უნივერსალური მომსახურების სტანდარტებთან მიმართებაში;

– პრაქტიკაში ბაზრების ეფექტური კონკურენციისადმი ღიაობის დონეს, მათ შორის ბაზარზე დომინირების, ბაზრის კონცენტრაციისა და ბაზარზე მტაცებლური ან არაკონკურენტული ქმედების ასპექტებს;

– მომხმარებლების მიერ მიმწოდებელთა ფაქტობრივი გადართვისა და ტარიფების გადახედვის დონეს;

– ფასის, მათ შორის მიწოდების ფასის დინამიკას ბაზრის გახსნის დონესთან მიმართებაში; და

– ამ დირექტივის გამოყენებით მიღებულ გამოცდილებას, თუ ის ეხება სისტემის ოპერატორების დამოუკიდებლობას ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოებში, და შემუშავებულია თუ არა ფუნქციური დამოუკიდებლობისა და ანგარიშების განცალკევების გარდა სხვა დამატებითი ღონისძიებები, რომელთაც აქვთ სამართლებრივი გამოყოფის თანაბარი შედეგები.

სადაც მიზანშეწონილია, კომისია წარუდგენს წინადადებებს ევროპარლამენტსა და საბჭოს, კერძოდ საჯარო მომსახურების მაღალი სტანდარტების გარანტირების მიზნით.

სადაც მიზანშეწონილია, კომისია წარუდგენს წინადადებებს ევროპარლამენტსა და საბჭოს, კერძოდ 2007 წლის 1 ივლისამდე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების სრული და ეფექტური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით. სადაც მიზანშეწონილია, ეს წინადადებები, კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა ეხებოდეს ბაზარზე დომინირების, ბაზარზე კონცენტრაციისა და მტაცებლური ან არაკონკურენტული ქმედების საკითხების მოგვარების ღონისძიებებ