2. იმ შემთხვევაში, თუ ბარგის ჩაბარებისას მისი ფასეულობა გამოცხადებული არ ყოფილა, ანაზღაურება დანაკლისი წონისთვის ხდება წესით და ოდენობით ამ წესების 263-ე მუხლის შესაბამისად.

3. ბარგის დაზიანების ან გაფუჭების შემთხვევაში მგზავრს უბრუნდება ბარგის ნაწილის ან მთელი ბარგის ღირებულება ექსპერტიზის მიერ წარმოებული შეფასების თანახმად, მაგრამ იგი არ უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული ფასეულობის თანხას. თუ ბარგის გაფუჭება მოხდა მისი ადგილზე მიტანის ვადის გადაცილების გამო, ის კი ჩაბარებული იყო ფასეულობის გამოცხადებით, ამ უკანასკნელს მგზავრს უხდიან გაფუჭებული ბარგის წონის პროპორციულა