1. მგზავრების გარდაცვალების ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში გადამყვან-გადამზიდველი ასევე პასუხისმგებელია იმ ნივთების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, რომლებიც მგზავრს თან ან ხელბარგის სახით ჰქონდა, ასევე ცხოველებსა და ფრინველებზე, რომლებიც თან ჰყავდა მგზავრს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ წესის 26-ე მუხლის დებულებები.
2. გადამყვან-გადამზიდველი პასუხისმგებელი არ არის ნივთების, ხელბარგის, ფრინველების ან ცხოველების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, თუ მათი ზედამხედველობა წარმოადგენს მგზავრის პასუხისმგებლობას ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაკარგვა ან დაზიანება გამოწვეულია გადამყვან-გადამზიდველის ბრალით. გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული მუხლები, გარდა ამ წესის 42-ე მუხლისა, ამ შემთხვევაზე არ ვრცელდება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომპენსაციის გაცემის წესი და პირობები (მათ შორის, კომპენსაციის ოდენობები) განისაზღვრება გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა