1. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, მგზავრების გარდაცვალების ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული დებულებები არ ვრცელდება იმ გადაყვანა-გადაზიდვისას დამდგარ ზარალზე ან ზიანზე, რომელიც, გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, არ წარმოადგენდა სარკინიგზო გადაყვანა-გადაზიდვას.
2. თუ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვა ხორციელდება ბორნით, მგზავრების გარდაცვალების ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული დებულებები ვრცელდება ამ წესის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით და 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზარალზე ან ზიანზე, რაც გამოწვეულია რკინიგზის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული შემთხვევით, რომელიც ხდება მგზავრის აღნიშნულ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებში ყოფნისას, ჩასხდომისას ან ჩამოსხდომისას.
3. თუ განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე, რკინიგზის მუშაობა დროებით შეჩერებულია და მგზავრების გადაყვანა ხორციელდება ტრანსპორტის სხვა სახეობით, გადამყვან-გადამზიდველი პასუხისმგებელია წინამდებარე წესის შესაბამისა