1. თუ რეგიონულ სარკინიგზო-სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს ერთი სარკინიგზო საწარმო, მან ამ მომსახურებისათვის მგზავრს შესაძლოა შესთავაზოს ერთიანი ბილეთი.
2. თუ რეისები მოიცავს ერთ ან მეტ დამაკავშირებელ რეისს/გადაჯდომას, მგზავრს ბილეთის შეძენამდე უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, არის თუ არა ეს ბილეთი ერთიანი ბილეთი.
3. თუ რეისები მოიცავს ერთ ან მეტ დამაკავშირებელ რეისს/გადაჯდომას სარკინიგზო საწარმოსაგან ერთი ტრანზაქციის ფარგლებში შეძენილი ბილეთი ან ბილეთები უნდა იყოს ერთიანი ბილეთი. ასეთ შემთხვევაში, თუ მგზავრი გამოტოვებს ერთ ან მეტ დამაკავშირებელ რეისს/გადაჯდომას ამ სარკინიგზო საწარმოს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ამ წესის 50-ე, 51-ე და 52-ე მუხლების შესაბამისად.
4. თუ ბილეთები შეძენილია ერთი ტრანზაქციის ფარგლებში და ბილეთების გამყიდველმა ან ტუროპერატორმა ეს ბილეთები საკუთარი ინიციატივით გააერთიანა, ბილეთების გამყიდველს ან ტუროპერატორს, რომელმაც გაყიდა ბილეთები, უნდა დაეკისროს ამ ბილეთებისათვის გადახდილი მთლიანი თანხის ანაზღაურება და ამ თანხის 75%-ის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი გამოტოვებს ერთ ან მეტ დამაკავშირებელ რეისს/გადაჯდომას. თანხის ანაზღაურების ან კომპენსაციის უფლება არ უზღუდავს მგზავრებს მიყენებული ზიანისათვის დამატებითი კომპენსაციის მიღების უფლებას.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება, თუ ბილეთებზე ან სხვა დოკუმენტზე, ან ელექტრონული ფორმით მითითებულია, რომ ბილეთები წარმოადგენს გადაყვანა-გადაზიდვის განცალკევებულ ხელშეკრულებებს და მგზავრი აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო მათ შეძენამდე.
6. მტკიცების ტვირთი, რომ მგზავრს მიეწოდა ინფორმაცია ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესახებ, უნდა დაეკისროს სარკინიგზო საწარმოს, ტუროპერატორს ან ბილეთების გამყიდველს, რომელმაც გაყიდა ბილეთი ან ბილეთები.
7. ბილეთების გამყიდველები ან ტუროპერატორები პასუხისმგებელი არიან მგზავრის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნებისა და საჩივრების განხილვაზე. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხა უნდა ანაზღაურდეს და კომპენსაცია გადახდილი უნდა იქნეს მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაშ