1. თუ გადამყვან-გადამზიდველის ბრალით მგზავრი გარდაიცვლება ან მის ჯანმრთელობას მიადგება ზიანი, გადამყვან-გადამზიდველი ვალდებულია კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადგენიდან გონივრულ ვადაში წინასწარ გადაუხადოს კომპენსაცია გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დასაფარად. კომპენსაციის ოდენობა მიყენებული ზიანის პროპორციული უნდა იყოს.
2. წინასწარი კომპენსაცია არ შეიძლება განხილულ იქნეს ვალდებულების აღიარებად და შეიძლება გაქვითულ იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი შემდგომ გადასახდელი თანხიდან. ამასთან, წინასწარი კომპენსაცია არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დადგინდება რომ გარდაცვალება ან ზიანი გადამყვან-გადამზიდველის ბრალით არ იყო გამოწვეულ