1. გადამყვან-გადამზიდველი პასუხისმგებელია მგზავრის გარდაცვალებით გამოწვეულ ზიანზე ან მისთვის მიყენებულ დაზიანებაზე, მათ შორის, ფიზიკურ ან მორალურ ზიანზე, თუ აღნიშნული გამოწვეულია მისი ბრალეულობით, რკინიგზის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული შემთხვევით, რომელიც ხდება მგზავრის სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში ყოფნისას, ჩასხდომისას ან ჩამოსხდომისას, მიუხედავად გამოყენებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა.

2. გადამყვან-გადამზიდველი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, თუ:

ა) შემთხვევა გამოწვეულია გარემოებებით, რომლებიც დაკავშირებული არ არის რკინიგზის ექსპლუატაციასთან და რომელთა თავიდან აცილება და შედეგების პრევენცია გადამყვან-გადამზიდველს არ შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით გადამყვან-გადამზიდველმა მიმართა ყველა საჭირო ძალისხმევას;

ბ) შემთხვევა გამოწვეულია მგზავრის ბრალით;

გ) შემთხვევა გამოწვეულია მესამე პირის ქმედებით, რომლის თავიდან აცილება და შედეგების პრევენცია გადამყვან-გადამზიდველს არ შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით, გადამყვან-გადამზიდველმა მიმართა ყველა საჭირო ძალისხმევას. იმავე სარკინიგზო ინფრასტრუქტურით მოსარგებლე სხვა სარკინიგზო საწარმო მესამე პირად არ განიხილება. ასეთ შემთხვევაში გადამყვან-გადამზიდველს აქვს რეგრესის უფლება.

3. თუ შემთხვევა გამოწვეულია მესამე პირის ქმედებით და, მიუხედავად ამისა, გადამყვან-გადამზიდველი მთლიანად არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადამყვან-გადამზიდველი, რეგრესის უფლების შეუზღუდავად, სრულად არის პასუხისმგებელი წინამდებარე წესით დადგენილ ფარგლებში.

4. ეს წესი გავლენას არ ახდენს ისეთ პასუხისმგებლობაზე, რომელიც შესაძლებელია დაეკისროს გადამყვან-გადამზიდველს და რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით.

5. თუ ერთიანი ხელშეკრულებით გადაყვანა-გადაზიდვას თანმიმდევრობით ახორციელებს რამდენიმე გადამყვან-გადამზიდველი, პასუხისმგებლობა მგზავრების გარდაცვალებისა და ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში ეკისრება გადამყვან-გადამზიდველს, რომელიც ამ შემთხვევის დროს ახორციელებდა გადაყვანა-გადაზიდვის მომსახურებას. თუ ეს გადამყვან-გადამზიდველი მომსახურების გაწევისას იყენებს შემცვლელ გადამყვან-გადამზიდველს, მათ ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა ამ წესის შესაბამისად.

6. მგზავრის გარდაცვალების ან დაზიანების შედეგად გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი