1. თუ სამგზავრო მატარებლების განრიგს ადგენს ინფრასტრუქტურის მენეჯერი, მან სამგზავრო მატარებლების განრიგის შესახებ ინფორმაცია სარკინიგზო საწარმოს, ბილეთების გამყიდველს, ტუროპერატორსა და რკინიგზის სადგურის მენეჯერს უნდა მიაწოდოს რეალურ დროში.
2. სარკინიგზო საწარმომ სხვა სარკინიგზო საწარმოს, ბილეთების გამყიდველსა და ტუროპერატორს, უნდა მიაწოდოს მინიმუმ ამ წესის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია და უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჯავშნის სისტემების ოპერაციებზე წვდომა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის ჯავშნის სისტემებთან დაკავშირებული ოპერაციები მოიცავს:
ა) მოთხოვნებს, რომლებიც ეხება რკინიგზით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მომსახურებას, მათ შორის, მოქმედ ტარიფებს;
ბ) რკინიგზით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მომსახურების დაჯავშნის მოთხოვნებს;
გ) ჯავშნის ნაწილობრივ ან მთლიანად გაუქმების მოთხოვნებს.
4. ინფრასტრუქტურის მენეჯერსა და სარკინიგზო საწარმოს, რომელთაც ევალებათ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, უფლება აქვთ მოითხოვონ ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების დადება, რომლის საფუძველზეც მოხდება ინფორმაციის გავრცელება ან წვდომის უზრუნველყოფა. ნებისმიერი ასეთი ხელშეკრულების ან შეთანხმების პირობები ინფორმაციით სარგებლობისათვის ზედმეტად არ უნდა ზღუდავდეს ამ ინფორმაციით ხელმეორედ სარგებლობის შესაძლებლობას ან არ უნდა გამოიყენებოდეს კონკურენციის შეზღუდვის მიზნით.
5. სარკინიგზო საწარმოებს უფლება აქვთ სხვა სარკინიგზო საწარმოებს, ტუროპერატორებსა და ბილეთების გამყიდველებს მოსთხოვონ სამართლიანი, გონივრული და პროპორციული ანაზღაურება იმ ხარჯებისათვის, რომელიც გაწეულ იქნა წვდომის უზრუნველსაყოფად. ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვთ ინფრასტრუქტურის მენეჯერებსაც.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა გავრცელდეს არადისკრიმინაციულად და გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ელექტრონული ტექნიკური საშუალებებით. ერთჯერადი მოთხოვნა საკმარისი უნდა იყოს ინფორმაციაზე უწყვეტი წვდომის უზრუნველსაყოფა