1. ბარგის რეგისტრაციის ქვითრის ფორმა და შინაარსი, აგრეთვე, ენა და ასო-სიმბოლოები, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს მის დასაბეჭდად და შესავსებად, განისაზღვრება გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობებით.
2. ბარგის რეგისტრაციის ქვითარზე მითითებული უნდა იყოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:
ა) გადამყვან-გადამზიდველი/გადამყვან-გადამზიდველები;
ბ) ჩანაწერი, რომ გადაყვანა-გადაზიდვა ექვემდებარება წინამდებარე წესს. აღნიშნული შესაძლებელია მიეთითოს შემდეგი ფორმით: „გადაყვანა-გადაზიდვაზე ვრცელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი.“;
გ) ნებისმიერი სხვა ჩანაწერი, რომელიც აუცილებელია რეგისტრირებული ბარგის მიწოდებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებების დასადასტურებლად და საშუალებას აძლევს მგზავრს, დაიცვას გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები.
3. ბარგის რეგისტრაციის ქვითრის მიღებისას მგზავრი უნდა დარწმუნდეს, რომ ის შევსებულია მისი მითითებების შესაბამისა