1. მტკიცების ტვირთი, რომ დაკარგვა, დაზიანება ან მიწოდების დაგვიანება განპირობებულია ამ წესის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მიზეზით, ეკისრება გადამყვან-გადამზიდველს.

2. თუ გადამყვან-გადამზიდველი, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით დაადგენს, რომ დაკარგვა ან დაზიანება შესაძლებელია გამოწვეული იყოს ამ წესის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან მეტი განსაკუთრებული რისკით, ივარაუდება, რომ ზიანი გამოწვეულია ამ რისკებით. მგზავრს ან მის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს დაამტკიცოს, რომ დაკარგვა ან დაზიანება, მთლიანად ან ნაწილობრივ, გამოწვეული არ არის რომელიმე ამ რისკი