2. მგზავრების მიერ სამგზავრო მატარებლებში უფასო ნორმის გადამეტებით ხელბარგის გადაზიდვა ფორმდება სპეციალური ბილეთებით ამ წესების 187-ე მუხლით დადგენილი წესით. საფასურის გადახდევინებით ნებადართულია საგარეუბნო მატარებლებში მხოლოდ ერთი დაუშლელი ველოსიპედის გადაზიდვა ტამბურში.

3. ხელბარგის წონის ანგარიშში არ შედის: ოთახის ფრინველები გალიაში, პორტფელი, ქალის ხელჩანთა, დურბინდი, თხილამურები და მათი ჯოხები, ქოლგა და სხვა წრილმანი ნივთები.

4. საგარეუბნო მატარებლებში ხელბარგად გადაზიდვისთვის დაშვებულია აგრეთვე უფასო გადაზიდვის ნორმის ანგარიშში საბავშვო ეტლები, მცენარეები ნერგები და სხვა სარგავი მასალები – კრონით შემოკრული და შეფუთული ფესურებით. ასეთი ხელბარგის თითოეული ადგილი არ უნდა აღემატებოდეს წონით 18 კგ-ს და სიმაღლით 1,5 მ-ს.

5. კარანტინგამოცხადებულ რაიონებში ხელბარგის აღნიშნული გადაზიდვა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ მგზავრი წარმოადგენს საკარანტინო დოკუმენტებს.

6. ნებადართულია ადგილობრივ და საერთაშორისო მიმოსვლის მატარებლებში დაშლილი სახით საბავშვო ეტლის, ბაიდარების გადაზიდვა მგზავრის ხელბარგის წონის ნორმის ანგარიშში, რომლებიც თავისი ზომით შეიძლება განლაგდეს ვაგონში ხელბარგისთვის განკუთვნილ ადგილებზ