მუხლი 67🔗

მგზავრთა ზედმეტი ხელბარგის გადასაზიდად მატარებელთა შემადგენლობებში შეიძლება ჩაირთოს დამატებითი საბარგო ვაგონები ან ვაგონ-მოძრავი ბარგის შესანახი კამერები. ასეთ ვაგონებში ხელბარგის გადაზიდვის საფასურს ახდევინებენ ტვირთბარგის ტარიფით. ამასთან ხელბარგის თითოეული ადგილის გადაზიდვა, რომლის ზომა არ აღემატება სამი განზომილების ჯამით 180 სმ-ს, ნაზღაურდება როგორც 20 კგ ტვირთბარგის გადაზიდვისთვის, ხოლო დიდი ზომის ხელბარგის გადაზიდვა – როგორც 50 კგ ტვირთბარგის გადაზიდვისთვის. გადაზიდვის გაფორმება წარმოებს ტვირთბარგის ქვითრი