დაკლულ ფრინველს უნდა ჩაუტარდეს დაკვლისშემდგომი შემოწმება ამ წესის მე–9 მუხლის მე–5 და მე–6 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და ამასთან, სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა განახორციელოს შემდეგი სახის შემოწმებები:

ა) ყოველდღიურად, შემთხვევითი შერჩევის გზით, ფრინველის და ფრინველის შინაგანი ორგანოების დათვალიერება;

ბ) დაკვლისშემდგომი შემოწმებისთანავე ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის უვარგისად მიჩნეული ფრინველის ხორცის პარტიიდან ფრინველის ხორცის ნაწილების ან მთლიანად ფრინველის ხორცის შემთხვევით შერჩეული ნიმუშის დეტალური შემოწმება;

გ) ნებისმიერი სხვა შემოწმება, რომლის ჩატარებაც აუცილებელია, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფრინველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცი შეიძლება არ იყოს ადამიანის საკვებად უვარგის