სახელმწიფო ვეტერინარის მიერ იმ საფრინველეს ინსპექტირებისას, რომელზეც გავრცელდა გამონაკლისი წესის 22–ე მუხლთან მიმართებაში, გატარებულ უნდა იქნეს შემდეგი ზომები:

ა) საფრინველეს პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის ამსახველი ჩანაწერების შემოწმება;

ბ) თითოეული საწარმოო ერთეულის კლინიკური შემოწმება, რაც აგრეთვე მოიცავს ტრანსპორტირებამდე 24 საათით ადრე დაავადებული ფრინველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასა და კლინიკური ისტორიის შეფასებას;

გ) რისკების შეფასების შედეგების საფუძველზე სააგენტოს მიერ სტანდარტული ნიმუშების ნაცვლად ტრანსპორტირებამდე 48 საათით ადრე, დასაკლავად გასაგზავნი თითოეული საწარმოო ერთეულის ფრინველიდან აღებული უნდა იქნეს არანაკლებ 60 ტრაქეალური/ოროფარინგეალური და/ან 60 კლოაკალური ნაცხ