სახელმწიფო ვეტერინარის მიერ კონტაქტურ საფრინველეს ინსპექტირებისას გატარებული უნდა იქნეს შემდეგი ზომები:

ა) საფრინველეში ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის შესახებ ჩანაწერების შემოწმება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ინსპექტირების აქტში უნდა მიეთითოს სიკვდილიანობის, კვერცხის დების, საკვების და/ან წყლის მიღების ყოველდღიური მონაცემები, რომელიც მოიცავს პერიოდს ფრინველის გრიპის კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე ერთი კვირით ადრე პერიოდიდან სახელმწიფო ვეტერინარის მიერ საფრინველეს შემოწმების დღის ჩათვლით;

ბ) თითოეული საწარმოო ერთეულის კლინიკური შემოწმება, რაც აგრეთვე მოიცავს სავარაუდოდ დაავადებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა სავარაუდოდ დაავადებული ფრინველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასა და კლინიკური ისტორიის შეფასებას;

გ) ფრინველში ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველში კლინიკური ნიშნების ან დღიური სიკვდილიანობის კოეფიციენტის ზრდის (ფრინველის გუნდის სიკვდილიანობის ჩვეული (ნორმალური) კოეფიციენტი >3 ჯერ) ან დღიური კვერცხდების (>5%) ან წყლის და/ან საკვების მიღების დღიური მაჩვენებლის (>5%) შემცირების შემთხვევაში, თითოეული საწარმოო ერთეულიდან დაუყოვნებლივ აღებული უნდა იქნეს სტანდარტული ნიმუშები;

დ) ამ მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნიშნების არარსებობის შემთხვევაში სტანდარტული ნიმუშები აღებული უნდა იქნეს დაინფიცირებულ საფრინველესთან ბოლო სავარაუდო კონტაქტის დღიდან 21 დღეში ან როდესაც ფრინველი ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველი მოკლული