1. მგზავრის გარდაცვალებით ან მისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანით, ან ბარგის დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების ნებისმიერი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება ორი წლით.
2. ხანდაზმულობის ვადა აითვლება შემდეგნაირად:
(a) ფიზიკური ზიანის შემთხვევაში – მგზავრის ნაპირზე გადმოსვლის დღიდან;
(b) გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა გადაყვანა- გადაზიდვის პროცესში - იმ დღიდან, როდესაც მგზავრი ნაპირზე უნდა გადმოსულიყო, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის პროცესში მომხდარი ფიზიკური ზიანის შემთხვევაში, რომელმაც მგზავრის ნაპირზე გადმოსვლის შემდეგ მისი გარდაცვალება გამოიწვია - გარდაცვალების დღიდან, იმ პირობით, თუ ეს ვადა არ აღემატება ნაპირზე გადმოსვლის დღიდან სამწლიან პერიოდს;
(c) ბარგის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში – ბარგის გადმოტვირთვის დღიდან, ან იმ დღიდან, როდესაც ბარგი უნდა გადმოტვირთულიყო, რომელი თარიღიც უფრო გვიანდელია.
3. ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი განისაზღვრება საქმის განმხილველი სასამართლოს კანონმდებლობით, მაგრამ არცერთ შემთხვევაში სარჩელი, წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, არ უნდა აღიძრას ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული პერიოდის ამოწურვის შემდეგ:
(a) ხუთი წელი მგზავრის ნაპირზე გადმოსვლის დღიდან, ან იმ დღიდან, როდესაც ის ნაპირზე უნდა გადმოსულიყო; ამ ორიდან რომელიც უფრო გვიანდელია, ან თუ უფრო ადრინდელია;
(b) სამი წელი იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელემ შეიტყო, ან გონივრულობის ფარგლებში უნდა შეეტყო იმ ფიზიკური ზიანის, დანაკარგის ან ზარალის შესახებ, რომელიც ინციდენტმა გამოიწვია.
4. მიუხედავად ამ მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ხანდაზმულობის ვადა შეიძლება გაგრძელდეს გადამყვან-გადამზიდველის განცხადების საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით, რომელიც მათ შორის დაიდება ზარალის წარმოშობის შემდეგ. განცხადება ან შეთანხმება წერილობითი ფორმით უნდა გაფორმდე