პირს უფლება აქვს, ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის გარდა, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა სარჩელით სასამართლოს მიმართოს 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მან შეიტყო ან მას უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
თავი XVII.შრომის ინსპექციის სამსახური
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
მთავარი მონაცემები
ვადა1 წლის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.09.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
საქმე №ას-1454-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.12.2024
…დავალიანების მოთხოვნის ნაწილში იგი ხანდაზმული არ არის და მოთხოვნის დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული. რაც შეეხება 05.10.2020-10.10.2020 წლის პერიოდის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, ამ დროისათვის მოქმედი შრომის კოდექსის 74-ე მუხლის რეგულაციიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ამოქმედდა ხანდაზმულობის სპეციალური 1 წლიანი ვადა, რომელიც განსახილველ…
საქმე №ას-621-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2024
…წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. 31. დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ შრომის კოდექსი 2020 წლის 5 ოქტომბერს განხორციელებული და ძალაში შესული ცვლილებებით, კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის გარდა, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა სარჩელით სასამართლოს მიმართოს 1…
საქმე №ას-1551-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2024
…ხელშეკრულება, რომელიც შეწყდა ვადის გასვლით. 17. სასამართლომ მტკიცების ტვირთი დამსაქმებლის მხარეს შეატრიალა, რაც არ შეესაბამება საკასაციო სასამართლოს განმარტებას. 18. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს შრომის კოდექსის“ 74-ე მუხლის მიხედვით, პირს უფლება აქვს, ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის გარდა, ამ კანონიდან გამომდინარე, სხვა სარჩელით…
საქმე №ას-1149-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2023
…ვინაიდან დასახელებულ ცნობაში დამსაქმებელს არ მიუთითებია, რომ აპირებდა ამ დავალიანების დაფარვას, ამასთან, დავალიანება ხანდაზმულობის გამო აღარ არსებობს. 10.4. სასამართლოს ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებით უნდა ეხელმძღვანელა შრომის კოდექსის 74-ე მუხლით განსაზღვრული 1 წლიანი და არა სსკ 129-ე მუხლით განსასზღვრული 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადით. 10.5. დაუსაბუთებელია, რატომ არ გაიზიარა…
საქმე №ას-499-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2022
…რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. 8.12. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას დამატებით გაამახვილებს საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბერს განხორციელებულ ცვლილებებსა და დამატებებზე, კერძოდ, შრომის კოდექსის 74-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანების თაობაზე სარჩელის შეტანის გარდა, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა სარჩელით…
საქმე №ას-49-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 74, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-74/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია