2. გენერალური მდივანი:

a) ატყობინებს ყველა სახელმწიფოს, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონვენციას ან მიუერთდნენ მას და ორგანიზაციის ყველა წევრს:

i. ყოველი ახალი ხელმოწერის ან რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირებას შესაბამისი თარიღის მითითებით;

ii. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს;

iii. წინამდებარე     კონვენციის დენონსირების შესახებ დოკუმენტის დეპონირების შესახებ, ამ დოკუმენტის მიღებისა და დენონსირების ძალაში შესვლის თარიღების მითითებით;

iv. წინამდებარე კონვენციის ფარგლებში გაკეთებული განცხადებების ან შეტყობინებების მიღებას:

b) უგზავნის წინამდებარე კონვენციების ნამდვილ დამოწმებულ ასლებს ყველა სახელმწიფოს, რომლებმაც ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას ან მიუერთდნენ მას.

3. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლისთანავე დეპოზიტარი უგზავნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მის დამოწმებულ ნამდვილ ასლს რეგისტრირებისა და გამოქვეყნებისათვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლის თანახმა