a) დანაშაულის გარემოებების შესახებ;
b) იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც განხორციელდა მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით;
c) იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულ იქნა დამნაშავესთან ან სავარაუდო დამნაშავესთან მიმართებაში, კერძოდ კი, გადაცემის ან სხვა იურიდიული პროცედურების შედეგების შესახებ.
2. წევრმა-სახელმწიფომ, რომლის ტერიტორიაზეც გასამართლებულ იქნა სავარაუდო დამნაშავე, ატყობინებს საბოლოო შედეგს გენერალურ მდივანს თავისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
3. გენერალური მდივანი გადასცემს ინფორმაციას, რომელიც მიღებულ იქნა 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ყველა წევრ-სახელმწიფოს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (შემდგომში - ორგანიზაცია) წევრებს, სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებს და სხვა შესაბამის საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებ