a) იღებენ ყველა პრაქტიკულად განხორციელებად ზომას, რათა აღკვეთონ თავიანთ ტერიტორიებზე ამ დანაშაულებების მათი ტერიტორიების ფარგლებში ან ფარგლებს გარეთ მზადება;

b) ცვლიან ინფორმაციას თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, და ახდენენ მე-3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებების ჩადენის აღკვეთისაკენ მიმართული ადმინისტრაციული და სხვა ზომების კოორდინირებას, რომლებიც მიიღებიან საჭიროებისამებრ.

2. როდესაც მე-3 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის გამო წყდება ან გვიანდება გემის რეისი, ნებისმიერი წევრი-სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება გემი, მგზავრები, ან ეკიპაჟი, ვალდებულია გასწიოს ყველა შესაძლებელი ძალისხმევა, რათა არ მოხდეს გემის ან მისი მგზავრების, ეკიპაჟის ან ტვირთის უსაფუძვლო დაკავება ან შეფერხებ