ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცნობებს საბჭოს წევრებს და ნებისმიერ სახელმწიფოს მთავრობას, რომელიც მიუერთდა წინამდებარე კონვენციას შემდეგს:
ა)მისი ხელმომწერი მხარეების დასახელებას და ნებისმიერი სარატიფიკაციო სიგელისა და მიერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემის შესახებ;
ბ)წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს;
გ)ნებისმიერ შეტყობინებას, მიღებული მე–5 მუხლის პირველი პუნქტის, მე–7 მუხლის მე–3 პუნქტის, მე–15 მუხლის მე–16 პუნქტის, მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის, 24–ე მუხლის, 25–ე მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტების და 26– მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად;
დ)23–ემუხლის 1–ი პუნქტის შესაბამისად გაკეთებულ ნებისმიერ დათქმას;
ე) 23–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად ნებისმიერი დათქმის მოხსნას;
ვ) 29–ე მუხლის დებულებათა შესაბამისად დენონსაციის შესახებ ნებისმიერ შეტყობინებას და ამ დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღს;
რის დასტურადაც შესაბამისად უფლებამოსილნი ქვემორე ხელისმომწერნი აწერენ წინამდებარე კონვენციას ხელს.
შესრულებულია ქ, სტრასბურგში 1959 წლის 20 აპრილს ერთ პირად ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, რომლებსაც თანაბარი ძალა გააჩნიათ და რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივში. კონვენციის დამოწმებულ ასლებს გენერალური მდივანი გაუგზავნის ყველა ხელმომწერ ან მიერთებულ მთავრობებს.
ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ
მუხლი 30
თავი V — ΙΙΙ. დასკვნითი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“, მუხლი 30. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212122/muxli-30/