(ა) ყველა ხელმოწერის;
(ბ) რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების ყველა საბუთის წარდგენის;
(გ) ნებისმიერი თარიღის შესახებ, როდესაც ეს კონვენცია ძალაში შედის მე-19 და მე-20 მუხლების თანახმად;
(დ) ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ, რომელიც გაგზავნილია მე-13 მუხლის მე-3 პარაგრაფის თანახმად;
(ე) ნებისმიერი მოხსენების შესახებ მე-15 მუხლის დებულებების თანახმად;
(ვ) ნებისმიერი შესწრების ან ნებისმიერი ახალი დანართის შესახებ, რომლებიც მიღებულია მე-16 და მე-17 მუხლების თანახმად და თარიღის შესახებ, როდესაც ასეთი შესწორება ან დანართი შედის ძალაში;
(ზ) ნებისმიერი დეკლარაციის შესახებ, რომელიც შედგენილაი მუხლი 21-ის მე-2 და მე-3 პარაგრაფების დებულებების თანახმად;
(თ) ნებისმიერი დათქმის შესახებ, რომელიც შედგენილია მუხლი 22-ის პირველი და მე-2 პარაგრაფების დებულებების თანხამად;
(ი) დათქმის გაწვევის შესახებ, რმოელიც ხორციელდება მუხლი 22-ის მე-4 პარაგრაფის დებულებების თანახმად;
(კ) ნებისმიერი შეტყობინების შესახებ, რომელიც გაგზავნილია მუხლი 23-ის დებულებების თანხმად და თარიღის შესახებ, როდესაც დენონსაცია შევა ძალაში.
ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერნი, სათანადო ნდობით აღჭურვილნი, ხელს აწერენ ამ კონვენციას.
შესრულებულია ბერნში 1979 წ. 19 სექტემბერს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია და თითო ასლის სახით უნდა ინახებოდეს ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა უნდა გაუგზავნოს დამოწმებული ასლები ევროპის საბჭოს წევრ ყველა ქვეყანას, ყველა ხელმომწერ ქვეყანას, ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას, თუკი ის ხელმომწერია, და ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც შეთავაზებული აქვს მოაწეროს ხელი ან შეუერთდეს ამ კონვენცია