2. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც განავრცობს წინამდებარე კონვენციის მოქმედებას ტერიტორიაზე, ნახსენებზე დეკლარაციაში მუხლი 21-ის მე-2 პარაგრაფის თანახმად, შეუძლია ასეთ ტერიტორიასთან დაკავშირებით გააკეთოს ერთი ან მეტი დათქმა წინა პარაგრაფის პირობების თანახმად.

3. სხვა სახის დათქმების გაკეთება დაუშვებელია.

4. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, რომელმაც გააკეთა დათქმა წინამდებარე მუხლის პირველი და მე-2 პარაგრაფის თანახმად, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უკან გაიწვიოს იგი ევროსაბჭოს გენერალური მდივნისადმი შეტყობინების საფუძველზე. ასეთი უკან გაწვევა შევა ძალაში გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებისთანავ