2. ნებისმიერი სადავო საკითხი წინამდებარე კონვენციის ან შესრულების თაობაზე, რომელიც ვერ მოგვარდა წინა პარაგრაფის პირობების თანახმად, ან დაინტრესებულ მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით, უნდა წარედგინოს არბიტრაჟს ერთ–ერთი მხარის მიერ, თუ აღნიშნული მხარეები არ შეთანხმდებიან სხვანაირად. ყოველი მხარე დანიშნავს არბიტრს და ეს ორი არბიტრი დანიშნავს მესამეს. ამ მუხლის მე-3 პარაგრაფის პირობების თანახმად, თუ ერთ–ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს, არბიტრაჟის მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში, იგი დაინიშნება მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრეზიდენტის მიერ შემდგომი სამი თვის განმავლობაში. იგივე პროცედურა უნდა იყოს გათვალისწინებული, თუ არბიტრები არ დაეთანხმებიან მესამე არბიტრის გადაწყვეტილებას პირველი ორი არბიტრის დანიშვნიდან შემდგომი სამი თვის განმავლობაში.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც დავა წარმოიშობა ორ ხელშემკვრელ მხარეს შორის, რომელთაგან ერთ-ერთი ევროპის ეკონომიკური გაერთიანების წევრია, და ამავე დროს ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა წარუდგინოს არბიტრაჟის მოთხოვნა როგორც წევრ ქვეყანას, ასევე გაერთიანებას, რომლებიც ერთობლივად განაცხადებენ, მოთხოვნის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში, თუ ვინ იქნება მხარე სადავო საკითხის განხილვისას – წევრი ქვეყანა თუ გაერთიანება, თუ წევრი ქვეყანა და გაერთიანება ერთობლივად. აღნიშნული დროის განმავლობაში ასეთი განაცხადის არარსებობის შემთხვევაში/ წევრი ქვეყანა და გაერთიანება სადავო საკითხის მოგვარების პროცედურაში, იქნებიან განხილული როგორც ერთი მხარე საარბიტრაჟო ტრიბუნალის კონსტიტუციის და პროცედურების პირობების თანახმად. იგივეს ექნება ადგილი, როდესაც წევრი ქვეყანა და გაერთიანება ერთობლივად წარადგენს თავს, როგორც მხარე, სადავო საკითხის მოგვარებაში.
4. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა შექმნას თავისი საკუთარი პროცედურული წესები. მისი გადაწყვეტილებანი მიღებულ უნდა იქნეს ხმათა უმრავლესობით. მისი განაჩენი უნდა იყოს საბოლოო და გადამწყვეტი.
5. დავაში მონაწილე თითოეული მხარე გაიღებს ხარჯებს თავის მიერ დანიშნული არბიტრისათვის და ორივე მხარე თანაბრად გაინაწილებს ხარჯებს მესამე არბიტრისათვის და ასევე სხვა ხარჯებს არბიტრაჟისათვის.