2. ნებისმიერ ხელშემკურელ მხარეს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან მეტი დელეგატი მუდმივმოქმედ კომიტეტში. ყოველ დელეგაციას ექნება მხოლოდ ერთი ხმის უფლება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას ექნება იმდენი ხმის უფლება, რამდენ წევრ ქვეყანასაც მოიცავს, რომლებიც ამავე დროს წარმოადგენენ წინამდებარე კონვენციის ხელშემკვრელ მხარეს. ევროპის ეკონომიკური გაერთიანება არ გამოიყეებს ხმის უფლებას, თუკი მისი წევრი ქვეყნები გამოიყენებენ თავისას და პირიქით.

3. ევროსაბჭოს წევრი ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ არის წინამდებარე კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, შეიძლება წარმოდგენილი იყოს მუდმივმოქმედ კომიტეტში დამკვირვებლად. მუდმივმოქმედ კომიტეტს შეძულია, ერთსულოვანი გადაწყვეტილების საფუძველზე მოიწვიოს დამკვირვებლის სტატუსით ევროსაბჭოს არაწევრი ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის მხარეს ერთ-ერთ თავის შეხვედრაზე. ნებისმიერ სააგენტოს ან ორგანოს, რომელსაც გააჩნია ტექნიკური კვალიფიკაცია ველური ფლორისა და ფაუნის და მათი ის დაცვაში, კონსერვაციაში ან მენეჯმენტში და რომელიც მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე კატეგორიას;

(ა) საერთაშორისო სააგანტოები ან ორგანოები, იქნება ეს სამთავრობო თუ არასამთავრობო, და ეროვნული სამთავრობო სააგენტოები ან ორგანოები;

(ბ) ეროვნული არასამთავრობო სააგენტოები ან ორგანოები, რომლებიც დამტკიცებულ იქნენ ზემოთ აღნიშნული მიზნით იმ სახელმწიფოს მიერ, სადაც ისინი რეგისტრირებულნი არიან,შეუძლია აცნობოს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს კომიტეტის შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით. იგი იქნება მიწვეული სტუტუსით. იგი იქნება მიწვეული იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე გენერალური მდივანი არ მიიღებს შეტყობინებებს ხელშემკვრელ მხარეთა ერთი მესამედისგან წინააღმდეგობის შესახებ.

4. მუდმივმოქმედ კომიტეტს მოიწვევს შეკრებაზე ევროსაბჭოს გენერალური მდივანი. პირველი შეხვედრა უნდა გაიმართოს წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში. შემდგომ შეკრება მოწვეულ იქნება არანაკლებ ორი წლის ინტერვალით და როდესაც ხელშემკვრელ მხარეთა უმრავლესობა ამას მოითხოვს.

5. ხელშემკვრელ მხარეთა უმრავლესობა უნდა შეადგენდეს კვორუმს მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრის ჩატარებლად.

6. წინამდებარე კონვენციის პირობების თანახმად, მუდმივმოქმედი კომიტეტი შეიმუშავებს თავის საკუთარ პროცედურულ წესებ