მუხლი 8🔗
III დანართში მოცემული გარეული ფაუნის სახეობების მოკვლასა და დატყვევებასთან დაკავშირებით და იმ შემთხვვაში, როცა, მე-9 მუხლის თანახმად, გამონაკლისს წარმოადგენს II დანართში განსაზღვრული სახეობები, ხელშემკვრელი მხარეები აკრძალავენ დატყვევებისა და მოკვლის ყველა განურჩეველი საშუალების გამოყენებას და ყველა იმ საშუალებას, რომელსაც შესაძლოა მოყვეს სახეობათა პოპულაციების ადგილობრივი გაქრობა, ან სერიოზული შეშფოთება, განსაკუთრებით კი IV დანართში ჩამოთვლილ საშუალებებ