2. ხელშემკვრელი მხარეები, თავიანთი პოლიტიკის დაგეგმვისა და განვითარებისას, გაითვალისწინებენ წინა პარაგრაფის თანახმად დაცული ტერიტორიების საკონსერვაციო მოთხოვნებს, იმისათვის, რომ შეძლებისდაგვარად თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი ასეთი ტერიტორიების მდგომარეობის გაუარესება.
3. ხელშემკვრელი მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ისეთი ტერიტორიების დაცვას, რომლებიც მნიშვნელოვანია II და III დანართებში ჩამოთვლილი მიგრირებადი სახეობებისათვის, და რომლებიც შესაბამისად მდებარეობს სამიგრაციო მარშრუტების გადაკვეთაზე, როგორიც არის გამოსაზამთრებელი, საკვები, გამრავლების, განგურის და სხვა სასიცოცხლო ციკლისათვის მნიშვნელოვანი ადგილები.
4. ხელშემკვრელი მხარეები, სადაც ეს საჭირო იქნება, კოორდინირებას გაუწევენ თავიანთ ძალისხმევას იმ ბუნებრივი ის დაცვისათვის, რომლებიც მდებარეობს სასაზღვრო ტერიტორიებზე და განხილულია წინამდებარე მუხლის პირობებში.