2. III დანართში მოცემული ველური ფაუნის ნებისმიერი ექსპლუატაცია რეგულირდება კანონმდებლობით პოპულაციების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, მუხლი 2-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3. მისაღები ზომები მოიცავს:

(ა) დახურულ სეზონებს და/ან ექსპლუატაციის მარეგულირებელ სხვა პროცედურებს;

(ბ) საჭიროების მიხედვით ექსპლუატაციის ადგილობრივ ან დროებით აკრძალვას პოპულაციების დამაკმაყოფილებელი დონის აღსადგენად;

(გ) ცოცხალი და მკვდარი ველური ცხოველების გაყიდვის, გასაყიდად შენახვის, გაყიდვის მიზნით ტრანსპორტირების ან გასაყიდად მიწოდების რეგულირება