ა) ითანამშრომლებენ, სადაც მიზანშეწონილია და, კერძოდ, სადაც ეს თანამშრომლობა გაზრდის წინამდებარე კონვენციის სხვა მუხლებით გათვალისწინებული ზომების ეფექტურობას;

ბ) ხელს შეუწყობენ და კოორდინირებას გაუწევენ ამ კონვენციის მიზნებთან დაკავშირებულ კვლევებს.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე:

ა) ხელს შეუწყობს ველური ფლორისა და ფაუნის აბორიგენული სახეობების რეინტროდუქციას, თუ ეს, თავის მხრივ, შეუწყობს ხელს საფრთხეში მყოფი სახეობების კონსერვაციას, იმ პირობით, რომ სხვა ხელშემკვრელი ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე ასეთი რეინტროდუქცია იქნება მისაღები და ეფექტური;

ბ) მკაცრად გააკონტროლებს არააბორიგენული სახეობების ინტროდუქციას.

3. ყოველი ხელშემკვრელი მხარე მიაწოდებს ინფორმაციას მუდმივმოქმედ კომიტეტს იმ სახეობების შესახებ, რომლებიც მთლიანად არის დაცული თავის ტერიტორიაზე და არ არიან შეტანილი I და II დანართებშ