2. ნებისმიერი შესწორება, შემოთავაზებული წინა პარაგრაფის პირობების თანახმად, უნდა იქნეს შესწავლილი მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ, რომელსაც შეუძლია მიიღოს იგი ხელშემკვრელ მხარეთა უმრავლესობის 2/3-ის მიერ. მიღებული ტექსტი უნდა გადაეგზავნოს ხელშემკვრელ მხარეებს.
3. მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ მისი მიღებიდან სამი თვის შემდეგ, თუ არ იქნება წინააღმდეგი ხელშემკვრელ მხარეთა 1/3, ნებისმიერი შესწორება ძალაში შევა იმ ხელშემკვრელ მხარეთათვის, რომლებიც არ არიან წინააღმდეგნი.