- ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნით;
- მარცვლეულის, შინაური საქონლის, ტყეების, თევზის რეწვის, წყლის და ქონების სხვა ფორმების სერიოზული დაზიანება თავიდან ასაცილებლად;
- მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების, ჰაერის დაცვის ან სხვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად;
- მეცნიერული კვლევებისა და განათლების, რეპოპულაციის, რეინტროდუქციის და გამრავლების და თაობის გამოზრდის მიზნებისათვის;
- ზოგიერთი ველური ცხოველისა და მცენარის მცირე რაოდენობით აღების, შენახვის ან სხვა გააზრებული ექსპლუატაციის დაშვება, მკაცრი ზედამხედველობის პირობებში, არჩევით საფუძველზე და ლიმიტირებულად.
2. ხელშემკვრელი მხარეები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მოახსენებენ მუდმივმოქმედ კომიტეტს წინა პარაგრაფის თანხმად დაშვებული გამონაკლისების თაობაზე. ასეთი მოხსენებები უნდა განსაზღვრავდეს:
- პოპულაციებს, რომელთაც ეხებათ ან შეეხოთ ასეთი გამონაკლისის დაშვება, და, სადაც შესაძლებელია – ინდივიდთა რაოდენობას;
- მოკვლისა და დატყვევებისათვის ნებადართულ საშუალებებს;
- რისკის პირობებს და ადგილსა და დროს, როდესაც ასეთი გამონაკლისები დაშვებულ იქნა;
- ხელისუფლების ორგანოს, უფლებამოსილს განაცხადოს, რომ ეს პირობები შესრულებულ იქნა, და რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას დასაშვებ საშუალებებზე, დასაშვებ ფარგლებზე და პირებზე, რომლებსაც ჩაუტარდათ ინსტრუქციები ზემოთაღნიშნული ქმედებების განსახორციელებლად;
- კონტროლის საშუალებებს.