- სისტემატურად გადახედოს წინამდებარე კონვენციის პირობებს, მისი დანართების ჩათვლით და შეისწავლოს საჭირო მოდიფიკაციები;
- გაუწიოს რეკომენდაციები ხელშემკვრელ მხარეებს წინამდებარე კონვენციის მიზნების განხორციელებისათვის მისაღები ზომების თაობაზე;
- ურჩიოს შესაბამისი ზომების განხორციელება, იმისათვის, რომ საზოგადოებას მუდმივად მიეწოდებოდეს ინფორმაცია წინამდებარე კონვენციის ჩარჩოებში განხორციელებული ქმედებების შესახებ.
- ურჩიოს მინისტრთა კომიტეტს შესთვაზოს ევროსაბჭოს არაწევრ ქვეყნებს შეუერთდნენ წინამდებარე კონვენციას.
- მოამზადოს წინადადებები წინამდებარე კონვენციის ეფქტურობის გაზრდის მიზნით ისეთი შეთანმხეების დადების ჩათვლით, რომლებიც დაიდება ამ კონვენციის არახელშემკვრელ მხარე ქვეყნებთან, რაც გააძლიერებს სახეობების ან სახეობათა ჯგუფების კონსერვაციის ეფექტურობას.
2. მუდმივმოქმედ კომიტეტს, თავისი ფუნქციების შესამსუბუქებლად, თავისი ინიციატივით შეუძლია ექსპერტთა ჯგუფების შეხვედრის მოწვევ