(1) ამ მუხლის (2) პუნქტით, 28(1)(b) მუხლით, 33(2) მუხლითა და დამატებითი კარით დაშვებული ამოღების გამოკლების გათვალისწინებით, რატიფიკაციას ან შეერთებას ავტომატურად მოსდევს ამ კონვენციით დადგენილი ყველა დებულების აღიარება და ყველა უპირატესობის მიღება.
(2)(a) კავშირის ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ახორციელებს ამ აქტის რატიფიკაციას ან უერთდება მას, დამატებითი აქტის V(2) მუხლის გათვალისწინებით, შეუძლია შეინარჩუნოს მის მიერ ადრე ფორმულირებული დათქმების უპირატესობა, თუ იგი გააკეთებს განცხადებას ამის შესახებ რატიფიკაციის ან შეერთების დოკუმენტების შესანახად ჩაბარების დროს.
(b) ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც არ არის კავშირის წევრი, ამ კონვენციასთან შეერთებისას დამატებითი აქტის V(2) მუხლის გათვალისწინებით, შეუძლია განაცხადოს, რომ განზრახული აქვს დროებით მაინც ამ აქტის მე-8 მუხლი თარგმნის უფლების შესახებ შეცვალოს პარიზში 1896 წელს შევსებული 1886 წლის საკავშირო კონვენციის მე-5 მუხლის დებულებებით, და იმის ნათლად გაცნობიერებით, რომ ეს დებულებები გამოიყენება მხოლოდ ამ ქვეყანაში საერთო გამოყენების ენაზე შესრულებული თარგმანების მიმართ. დამატებითი კარის I (6)(b) მუხლის გათვალისწინებით, კავშირის ნებისმიერ ქვეყანას უფლება აქვს იმ ნაწარმოებების თარგმნის უფლების მიმართ, რომელთა წარმოშობის ქვეყანა სარგებლობს ასეთი დათქმით, გამოიყენოს ამ ქვეყნის მიერ მინიჭებული დაცვის ეკვივალენტურია დაცვა.
(c) ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ნებისმიერ დროს ამოიღოს ასეთი დათქმები გენერალური დირექტორისათვის გაგზავნილი შეტყობინების გზი