(1) ნებისმიერ ქვეყანას რატიფიკაციის ან შეერთების დოკუმენტში ან ნებისმიერ დროს შეუძლია განაცხადოს, ან წერილობითი შეტყობინებით აცნობოს გენერალურ დირექტორს, რომ ეს კონვენცია მოქმედებს განცხადებაში ან შეტყობინებაში მითითებული ყველა ან ზოგიერთი იმ ტერიტორიის, რომელთა საგარეო ურთიერთობებზეც ის არის პასუხისმგებელი.
(2) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც გააკეთა ასეთი განცხადება ან გაგზავნა ასეთი შეტყობინება, შეუძლია ნებისმიერ დროს აცნობოს გენერალურ დირექტორს, ამ კონვენციის მოქმედების შეწყვეტის შესახებ ყველა ან ზოგიერთ ასეთ ტერიტორიაზე.
(3)(a) (1) პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ძალაში შედის იმ თარიღიდან, როცა ძალაში შედის რატიფიკაცია ან შეერთება, რომლის დოკუმენტებიც შეიცავდა ამ განცხადებას, ხოლო ამ პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი ყოველი შეტყობინება ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ მის შესახებ გაკეთბული შეტყობინებიდან სამი თვის შემდეგ.
(b) ყოველი შეტყობინება, რომელიც გაიგზავა (2) პუნქტის შესაბამისად, ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ მისი მიღებიდან თორმეტი თვის შემდეგ.
(4) ეს მუხლი არანაირად არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც კავშირის ნებისმიერი ქვეყნის მიერ ფაქტობრივი ვითარების უსიტყვოდ აღიარება ან მიღება იმ ტერიტორიების მიმართ, სადაც ეს კონვენცია მოქმედებს კავშირის სხვა ქვეყნის მიერ (1) პუნქტის შესაბამისად გაკეთებული განცხადების ძალი