(1) ნებისმიერი დავა კავშირის ორ ან მეტ ქვეყანას შორის ამ კონვენციის განმარტების ან გამოყენების თაობაზე, რომელიც მოლაპარაკების გზით ვერ მოგვარდა, ნებისმიერ აღნიშნულ ქვეყანას შეუძლია გადასცეს საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის შესაბამისად შეტანილი განცხადების გზით, თუ ქვეყნები არ შეთანხმდებიან დავის მოგვარების სხვა ხერხზე. ქვეყანამ, რომელსაც შეაქვს განცხადება, დავის სასამართლოში გადაცემის შესახებ უნდა აცნობოს საერთაშორისო ბიუროს; საერთაშორისო ბიურო ატყობინენს ამის შესახებ კავშირის სხვა ქვეყნებს.
(2) ამ აქტის ხელმოწერის ან რატიფიკაციის ან შეერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარებისას, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია განაცხადოს, რომ არ მიიჩნევს თავს შებოჭილად (1) პუნქტის დებულებებით. რაც შეეხება დავებს ამ ქვეყანასა და კავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანას შორის, (1) პუნქტის დებულებები მათზე არ ვრცელდება.
(3) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც (2) პუნქტის დებულებების შესაბამისად, გააკეთა განცხადება, ნებისმიერ დროს შეუძლია გამოითხოვოს ის განცხადება, გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზი