1. დათქმა, რომელიც გაკეთებულია სხვა მხარის მიმართ მე-19, მე-20 და 23-ე მუხლების შესაბამისად:

a) დათქმის გამკეთებელი სახელმწიფოსათვის ცვლის ამ მეორე მხარესთან ურთიერთობაში ხელშეკრულების იმ დებულებებს, რომლებსაც ეხება დათქმა, მხოლოდ დათქმის  მოქმედების ფარგლებში; და

b) იმავე ფარგლებში ცვლის აღნიშნულ დებულებებს ამ მეორე მხარისათვის დათქმის გამკეთებელ სახელმწიფოსთან მისი ურთიერთობისას.

2. დათქმა არ ცვლის ხელშეკრულების დებულებებს სხვა მხარეებისთვის ერთმანეთთან ურთიერთობისას (inter se)

3. როდესაც სახელმწიფო, რომელიც უარს აცხადებს დათქმაზე, არ არის ხელშეკრულების ძალაში შესვლის წინააღმდეგი მასსა და დათქმის გამკეთებელ სახელმწიფოს შორის, ამ შემთხვევაში დებულებები, რომლებსაც ეხება დათქმა, არ გამოიყენება ამ ორ სახელმწიფოს შორის ამ დათქმის მოქმედების ფარგლებშ