1. ხელშეკრულება ძალაში შედის იმ წესით და იმ თარიღიდან, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია მოლაპარაკებაში მონაწილე სახელმწიფოთა შორის.
2. ასეთი დებულების ან ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულება ძალაში შედის, როგორც კი მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა სახელმწიფო გამოხატავს თანხმობას ამ ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე.
3. თუ სახელმწიფოს თანხმობა ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე გაცხადდება ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ რომელიმე თარიღში, მაშინ ამ სახელმწიფოსთვის ხელშეკრულება ძალაში შედის ზემოაღნიშნული თარიღიდან, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. ხელშეკრულების დებულებები, რომლებიც არეგულირებენ მისი ტექსტის აუთენტურობას, სახელმწიფოთა მიერ თანხმობის გამოხატვის წესს მათთვის ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე, ხელშეკრულების ძალაში შესვლის წესს ან თარიღს, დათქმებს, დეპოზიტართა ფუნქციებს და სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებლად წარმოიშვებიან ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე, გამოიყენება ხელშეკრულების ტექსტის მიღების მომენტიდა