თანამიმდევრულად დადებული ხელშეკრულების გამოყენება
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 103-ე მუხლის დაცვით, მხარე სახელმწიფოების უფლებები და მოვალეობები თანამიმდევრულად დადებული ხელშეკრულებების მიმართ, ერთსა და იმავე საკითხზე, განისაზღვერება შემდეგი პუნქტების შესაბამისად.
2. როდესაც ხელშეკრულებით დადგენილია, რომ იგი განპირობებულია წინა ან მომდევნო ხელშეკრულებით, ან რომ იგი არ უნდა იყოს შეუთავსებელი ასეთ ხელშეკრულებასთან, ამ შემთხვევაში უპირატესი ძალა ენიჭება ამ სხვა ხელშეკრულების დებულებებს.
3. როდესაც წინა ხელშეკრულების ყველა მხარე ასევე მომდევნო ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს, მაგრამ წინა ხელშეკრულების მოქმედება არ შეწყვეტილა ან არ შეჩერებულა 59-ე მუხლის შესაბამისად, წინა ხელშეკრულება გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში რა ფარგლებშიც მისი დებულებები შეესაბამება მომდევნო ხელშეკრულების დებულებებს.
4. როდესაც მომდევნო ხელშეკრულების ყველა მხარე არ არის წინა ხელშეკრულების მხარე:L
a) ორივე ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოთა ურთიერთობა რეგულირდება იმავე წესით, როგორც ეს მე-3 პუნქტით არის გათვალისწინებული;
b) ორივე ხელშეკრულების მხარე და მხოლოდ ერთი ხელშეკრულების მხარე სახელმწიფოთა ორმხივი უფლებები და ვალდებულებები რეგულირდება იმ ხელშეკრულებით, რომლის მხარესაც წარმოადგენს ეს ორივე სახელმწიფო.
5. მე-4 პუნქტი გამოიყენება 41-ე მუხლისათვის ზიანის მიუყენებლად, ან მე-60 მუხლის საფუძველზე ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების ნებისმიერი საკითხის მიმართ, ან პასუხისმგებლობის ნებისმიერი საკითხის მიმართ, რაც შეიძლება წარმოეშვას სახელმწიფოს იმ ხელშეკრულების დადების ან გამოყენების შედეგად, რომლის დებულებებიც შეუთავსებელია სხვა ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს მიმართ მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან.
კარი 3. ხელშეკრულებების განმარტე