ტექსტის აუთენტურობა დადგენილია ორ ან რამდენიმე ენაზე
1. როდესაც ხელშეკრულების ტექსტის აუთენტურობა დადგენილია ორ ან რამდენიმე ენაზე, მის ტექსტს ყოველ ენაზე თანაბარი ძალა აქვს, თუკი ხელშეკრულებით არაა გათვალისწინებული ან მისი მხარეები არ შეთანხმდნენ, რომ ამ ტექსტთა შორის სხვაობის შემთხვევაში უპირატესი ძალა ექნება რომელიმე ერთ, განსაზღვრულ ტექსტს.
2. ხელშეკრულების ვარიანტი სხვა ენაზე, გარდა იმ ენებისა რომლებზეც დადგინდა ტექსტის აუთენტურობა, ითვლება აუთენტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს გათვალისწინებულია თავად ხელშეკრულებით, ან თუ ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ ამის თაობაზე.
3. ივარაუდება, რომ თითოეულ აუთენტურ ტექსტში ხელშეკრულების ტერმინებს აქვთ ერთნაირი მნიშვნელობა.
4. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირველი პუნქტის შესაბამისად უპირატესი ძალა ენიჭება ერთ რომელიმე განსაზღვრულ ტექსტს, თუ აუთენტურ ტექსტთა შედარებისას აღმოჩნდება განსხვავება მცნებათა მნიშვნელობაში, რაც ვერ აღმოიფხვრება 31-ე და 32-ე მუხლების გამოყენებით, გამოიყენება ის მნიშვნელობა, რომელიც ხელშეკრულების ობიექტის და მიზნის გათვალისწინებით, ყველაზე უფრო კარგად შეესატყვისება ამ ტექსტებს.
კარი 4. ხელშეკრულებები და მესამე სახელმწიფოე