ვალდებულებების გაუქმება ან შეცვლა
1. როდესაც, 35-ე მუხლის შესაბამისად, მესამე სახელმწიფოს წარმოეშვება ვალდებულება, ეს ვალდებულება შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს მხოლოდ ხელშეკრულების მხარეთა და მესამე სახელმწიფოს თანხმობით, თუკი დადგენილი არაა, რომ ისინი სხვაგვარად შეთანხმდნენ.
2. როდესაც, 36-ე მუხლის შესაბამისად, მესამე სახელმწიფოს წარმოეშვება უფლება, ეს უფლება არ შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს მხარეთა მიერ, თუ დადგენილია, რომ იგი არ ექვემდებარება გაუქმებას ან შეცვლას მესამე სახელმწიფოს თანხმობის გარეშ