1. ხელშკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერად, ჩვეულებრივი მნიშვნელობის შესაბამისად, რომელიც ხელშეკრულების ტერმინებს უნდა მიეცეს მათ კონტექსტში და ასევე გამომდინარე ხელშეკრულების ობიექტიდან და მიზნებიდან.
2. ხელშეკრულების განმარტების მიზნისათვის, მისი კონტექსტი, ხელშეკრულების ტექსტის, პრეამბულისა და დანართების გარდა მოიცავს:
a) ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც ხელშეკრულებასთანაა დაკავშირებული და რომელიც მიღწეული იყო ყველა მხარეს შორის ამ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით;
b) ნებისმიერ დოკუმენტს, რომელიც შედგენილია ერთი ან რამდენიმე მხარის მიერ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით და სხვა სახელმწიფოებმა მიიღეს იგი, როგორც ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტი.
3. კონტექსტთან ერთად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული:
a) ხელშეკრულების მხარეთა შორის ნებისმიერი შემდგომი შეთანხმება, რომელიც შეეხება ხელშეკრულების განმარტებას ან მისი დებულებების გამოყენებას;
b) ხელშეკრულების გამოყენების ნებისმიერი შემდგომი პრაქტიკა, რომელიც აფუძნებს მხარეთა შეთანხმებას მისი განმარტების შესახებ;
c) საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი შესაბამისი ნორმა, რომელიც გამოიყენება მხარეთა შორის ურთიერთობებში.
4. ტერმინს უნდა მიეცეს კონკრეტული მნიშვნელობა იმ შემთხვევაში, თუკი დადგენილია, რომ მხარეებს ჰქონდათ ასეთი განზრახვ