1. ხელშეკრულება ან ხელშეკრულების ნაწილი გამოიყენება დროებით, მის ძალაში შესვლამდე, თუკი:
a) ხელშეკრულება თავად ითვალისწინებს ამას; ან
b) მოლაპარაკებაში მონაწილე სახელმწიფოები ამაზე სხვაგვარად შეთანხმდნენ.
2. თუკი ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ან მოლაპარაკებაში მონაწილე სახელმწიფოები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, ხელშეკრულების ან მისი ნაწილის დროებითი გამოყენება სახელმწიფოთა მიმართებაში წყდება, თუ ეს სახელმწიფო აცნობებს სხვა სახელმწიფოებს, რომელთა შორისაც ხელშეკრულება გამოიყენებოდა დროებით, მისი განზარხვის თაობაზე, არ გახდეს ხელშეკრულების მხარე.
ნაწილი III. ხელშეკრულებათა შესრულება, გამოყენება და განმარტება
კარი 1. ხელშეკრულებების შესრულე