ითვალისწინებენ უფლებებს მესამე სახელმწიფოთათვის
1. მესამე სახელმწიფოს ხელშეკრულების დებულებების საფუძველზე წარმოეშვება უფლება, თუკი ამ ხელშეკრულების მხარეებს განზრახული აქვთ ამ დებულების საშუალებით მიანიჭონ ასეთი უფლება მესამე სახელმწიფოს, ან სახელმწიფოთა ჯგუფს, რომელსაც იგი განეკითვნება, ან ყველა სახელმწიფოს, იმ შემთხვევაში თუკი მესამე სახელმწიფო თანახმაა ამაზე. მისი თანხმობა ნაგულისხმევად ითვლება მანამ, სანამ საწინააღმდეგო არ გაცხადდება და თუკი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული
2. სახელმწიფო, რომელიც პირველი პუნქტის შესაბამისად ახორციელებს მისთვის მინიჭებულ უფლებას, უნდა დაემორჩილოს მისი გამოყენების იმ პირობებს, რომლებიც განსაზღვრულია ხელშეკრულებით, ან დადგენილია ამ ხელშეკრულების შესაბამისა