1. თუკი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მრავალმხრივ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანისას სახელმძღვანელოდ უნდა იქნას გამოყენებული ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები.

2. ნებისმიერი წინადადება, მრავალმხრივ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, უნდა ეცნობოს ყოველ ხელშემკვრელ სახელმწიფოს რომელთაგან თითოეულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს:

a) გადაწყვეტილების მიღებაში იმის თაობაზე, თუ რა ქმედება უნდა განხორციელდეს ასეთი წინადადების მიმართ;

b) მოლაპარაკებებში და ნებისმიერი შეთანხმების დადებაში, რაც დაკავშირებულია ხელშეკრულებაში შესწორების შეტანასთან.

3. ყოველი სახელმწიფო, რომელიც უფლებამოსილია გახდეს ხელშეკრულების მხარე, ასევე უფლებამოსილია, გახდეს იმ ხელშეკრულების მხარე, რომელმაც ცვლილება განიცადა.

4. ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმება რა ავალდებულებს არც ერთ სახელმწიფოს, რომელიც უკვე არის ხელშეკრულების მხარე, რომელიც არ გამხდარა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმების მხარე; ასეთი სახელმწიფოს მიმართ გამოიყენება 30-ე მუხლის მე-4 (b) პუნქტი.

5. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ხდება ხელშეკრულების მხარე, მას შემდეგ რაც ძალაში შევა შეთანხმება მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე, თუ იგი არ აცხადებს სხვა განზრახვას:

a) ითვლება იმ ხელშეკრულების მხარედ, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება; და

b) ითვლება შეუსწორებული ხელშეკრულების მხარედ, ხელშეკრულების იმ ნებისმიერი მხარის მიმართ, რომლისთვისაც სავალდებულო არ არის შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახე