1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან 56-ე მუხლიდან გამომდინარე მხარის უფლება, მოახდინოს ხელშეკრულების დენონსაცია, გამოვიდეს ხელშეკრულებიდან ან შეაჩეროს მისი მოქმედება, შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ მთელი ხელშეკრულების მიმართ, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ან თუ მისი მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ.
2. ხელშეკრულების ბათლობის, მისი მოქმედების შეწყვეტის ან ხელშეკრულებიდან გასვლის ამ კონვენციით აღიარებულ საფუძველზე დაყრდნობა შეიძლება მთელი ხელშეკრულების მიმართ ყველა შემთხვევაში, გარდა ქვემოთ მოყვანილი პუნქტების ან მე-60 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. თუკი ასეთი საფუძველი ეხება მხოლოდ ცალკეულ დებულებებს, მაშინ მათზე დაყრდნობა შეიძლება მხოლოდ ამ დებულებების მიმართ, სადაც:
a) მათი გამოყენების თვალსაზრისით დასახელებული დებულებები, გამოყოფადია ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილისაგან;
b) ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს ან სხვაგვარადაა დადგენილი, რომ ამ დებულებათა მიღება არ წარმოადგენდა არსებით საფუძველს სხვა მხარის ან მხარეთა თანხმობისა მთლიანობაში მთელი ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე; და
c) ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილის შესრულების გაგრძელება არ იქნება უსამართლო.
4. იმ შემთხვევებში, რომლებიც 49-ე და 50-ე მუხლების მოქმედების ქვეშ ექცევიან, სახელმწიფოს, რომელსაც უფლება აქვს მიუთითოს მოტყუებაზე ან მოსყიდვაზე, შეუძლია ეს გააკეთოს ან მთლიანად მთელი ხელშეკრულების მიმართ, ან მესამე პუნქტში მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ მისი ცალკეული დებულებების მიმართ.
5. იმ შემთხვევებში, რომლებიც ექცევიან 51-ე, 52-ე და 53-ე მუხლების მოქმედების ქვეშ, ხელშეკრულებების დებულებების დაყოფა არ დაიშვებ