1. სახელმწიფოს უფლება აქვს მიუთითოს შეცდომაზე ხელშეკრულებაში, როგორც მისთვის ამ ხელშეკრულებაზე თანხმობის ბათილობის საფუძველზე, თუკი შეცდომა ეხება ფაქტს ან სიტუაციას, რომელიც ამ სახელმწიფოს ვარაუდით, არსებობდა ხელშეკრულების დადებისას და წარმოადგენს არსებით საფუძველს მისთვის ამ ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების თანხმობისათვის.

2. პირველი პუნქტი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი მითითებულმა სახელმწიფომ თავისი ქცევით განაპირობა ამ შეცდომის დაშვება ან თუკი არსებობდა იმდაგვარი გარემოებები, რომ ამ სახელმწიფოს ყურადღება უნდა მიექცია შესაძლო შეცდომაზე.

3. შეცდომა, რომელიც ეხება მხოლოდ ხელშეკრულების ტექსტის ფორმულირებას, არ მოქმედებს ამ ხელშეკრულების ნადმვილობაზე; ამ შემთხვევაში გამოიყენება 79-ე მუხლ